воскресенье, 11 июня 2017 г.

მზიას ბლოგი:

მზიას ბლოგი:

ჩემი ლექსები

ცის კიდურს ღრუბლის  ფთილა ზედ მიკვრია,
შენი სიყვარულის  სადარი,
ჩემს  სამოსს შენი სუნთქვა შერჩენია
აკაციის სურნელების  მაგვარი.
   წუხილს მონატრება დარქმევია
    დროში გაწელილა ზღაპარი,
    ფიქრები მძივებივით დამბნევია
    ხელში ჩამქრობია  ლამპარი.
აზრები ოცნებებში  ამრევია,
სათქმელი ვეღარ მითქვამს მართალი,
სიმშვიდე  ბევრჯერაც დამრღვევია
გულში ნისლებივით ჩამდგარი.
     ჩემს  თვალებს ცრემლის  კვალი დატყობია
     მწუხრის  დადგომისმაგვარი...
     შენს მერე ღიმილი გამქრობია,
     კენტად  შევრჩენილვარ ნაპირს...

вторник, 17 декабря 2013 г.

სასწავლო პროექტი - ილია ჭავჭავაძის "მგზავრის წერილები"


2.პროექტის  მთავარი იდეა პროექტში მონაწილე ბავშვები ეცნობიან ტექსტს. მოიძიებენ და ამოკრეფენ საჭირო მასალას დარიალის  ხეობის, საქართველოს სამხედრო გზისა და ჩრდილი კავკასიის, კერძოდ, ვლადიკავკაზის შესახებ.
3.პროექტის  აქტუალობა ბავშვები ამოიწერენ მოთხრობაში ნახსენებ ყველა ადგილის სახელწოდებებს. დაადგენენ მათ მდებარეობას, მოიძიებენ ინტერნეტში სურათებსა და ინფორმაციას მათ შესახებ. გადაიღებენ ფოტო, ვიდეო, აუდიო მასალას.
4.პროექტის  მიზანი ყოველივე ეს ხელს შეუწყობს მოზარდი თაობის  დაინტერესებას საქართველოს  ამ  ულამაზესი  კუთხისადმი, რომელიც თერგდალეულთა თაობის თავკაცმა განვლო ეტლით  მე–19 საუკუნეში. ისაუბრებენ  იმის  შესახებაც, რომ სწორედ ამ გზით შემოიყვანა  ტანკები რუსეთმა 2008 წლის აგვისტოში  და  მოახდინა საქართველოს ოკუპაცია.
5.მონაწილეთა  ასაკი– 15–16 წელი
6.პროექტის ვადები– 3 კვირა
7.პროექტისათვის  საჭირო რესურსები– სახელმძღვანელო, საინფორმაციო ტექნოლოგიები,საქართველოს  რუკა
8.პროექტის  ძირითადი აქტივობები– ფუნქციების განაწილება მოსწავლეთა შორის–ვინ რას მოამზადებს. ინფორმაციის მოძიება, დამუშავება, დახარისხება ადგილებისათვის სურათების  გადაღება. პრეზენტაცია. ინფორმაციულ– საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება.
9.მოსალოდნელი შედეგები– მოსწავლეები გამოიმუშავებენ დამოუკიდებლად ინფორმაციის მოძიება–დამუშავების, ურთიერთთანამშრომლობის, მსჯელობა–დისკუსიის უნარებს. გააკეთებენ პრეზენაციას და შექმნიან ბლოგს და ინტერნეტში ატვირთავენ თავიან ნაშრომებს.
10.საგნებთან კავშირი– (ე.ს.გ). ქართული ენა და ლიტერატურა, გეოგრაფია.
.11.პროექტის ხელმძღვანელი:  მზია ჩივაძე

12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა – Chivadzemzia@gmail.com