воскресенье, 11 июня 2017 г.

ჩემი ლექსები

ცის კიდურს ღრუბლის  ფთილა ზედ მიკვრია,
შენი სიყვარულის  სადარი,
ჩემს  სამოსს შენი სუნთქვა შერჩენია
აკაციის სურნელების  მაგვარი.
   წუხილს მონატრება დარქმევია
    დროში გაწელილა ზღაპარი,
    ფიქრები მძივებივით დამბნევია
    ხელში ჩამქრობია  ლამპარი.
აზრები ოცნებებში  ამრევია,
სათქმელი ვეღარ მითქვამს მართალი,
სიმშვიდე  ბევრჯერაც დამრღვევია
გულში ნისლებივით ჩამდგარი.
     ჩემს  თვალებს ცრემლის  კვალი დატყობია
     მწუხრის  დადგომისმაგვარი...
     შენს მერე ღიმილი გამქრობია,
     კენტად  შევრჩენილვარ ნაპირს...

6 комментариев:

  1. ,,სულის სარკეს გადაგიშლი
    ჩაგახედებ სამფერად,
    ჩემს სამყოფელს დაგანახებ
    როცა მეტყვი ცხრაფერად.
    იქ მინაბულ იებს ნახავ
    თავდახრილს და ნაფერებს,
    დაკრეფილს და დაუკრეფავს
    სიტყვას თეთრად ნათენებს.
    სიჩუმეში,ღამეულში,ვიკარგები შთენილი
    ვბორგავ, დაძინება მწყურის,
    არ მასვენებს წყეული.
    გადვიკარგო?სად წავიდე,
    გზა მასწავლე უვალი,
    მოსახდენი უნდა მოხდეს,
    ალბათ გარდაუვალი.

    ОтветитьУдалить
  2. ,,ჩემს შინაგან სამყაროში
    არ ვახედებ არავის,
    იქ ტაბლა მაქვს წინ დადგმული
    და ზედ ჩანგებს ვაკვესებ.
    ჭრელა_ჭრელა ძაფებს ვახვევ
    გორგალ_გორგალ,ნამჯებად
    ზოგჯერ ვიტყვი,ზოგჯერ ვერა
    დარდებს ჩამქრალს ლანდებად.
    ჩემ შინაგან საუფლოში,
    ანგელოზნი დამსხდარან,
    სასწორი აქვთ წინ დადგმული
    ფიქრთ უხმობენ ხანდახან.
    სადღაც გულის კუნჭულს მიღმა
    მიჩქმალული ფერია
    უნებურად ხელებს მიქნევს
    ახლა შენი ჯერია.
    მე მაწვალებს ეს სამყარო
    შინაგანში ხვეული,
    ძაფის ბოლო ხელში შემრჩა
    სულში შემოხვეული...

    ОтветитьУдалить
  3. ,,არ ვიცოდი, მეც არ ვიცი რა მინდოდა,
    მოვდიოდი საუფლოში ვედრებით,
    მაცხოვარი ზეციური დამყურებდა,
    ჩემს ნაბიჯებს ის ითვლიდა ყვედრებით.
    თუ სიცოცხლეს მწყურვალივით დავეწაფე
    ბრალი ჩემი,თუ ვიჩქარე ნაბიჯი,
    ჩემი წილი სიყვარული დავიბრალე,
    ცისქვეშეთში მეც აფრები ავუშვი.
    ზღაპრულ ამბებს სიყვარულით ვატარებდი,
    უბე მქონდა ყვავილებით დაწნული,
    გაზაფხული თავზე ფიფქად დამცვიოდა
    და კალთაში ვყავდი თითქოს დასმული.
    ცრემლის კვალი თვალის ჭრილში ჩაიკარგა,
    მოგონებებს მიეყინა წამივით,
    სანთლის შუქზე მაცხოვარი გაილანდა
    და სახეზე დამეფარა ჩადრივით"

    ОтветитьУдалить
  4. ,,მართალ სიტყვას მუჭში როგორ ჩავიტევ,
    მკერდზე მიკრულს ვეფერები კრძალვით
    არაფერზე ხელს არასდროს ჩავიქნევ
    და არც სათქმელს ვიტყვი ჩემსას მალვით.
    მე მიყვარდა ჩემი აზრის წახნაგი,
    მოქარგული სულში ნაირფერებად,
    ლექსად დაშლილ სადღეგრძელოს ვამსგავსე,
    მთიდან დაღვრილს ჩანჩქერების შხეფებად.
    ეს შხეფები სულში გამოიკვალთა,
    ჩემში დარჩა ალი გზაშეუვალი,
    ლაბირინთში ფერებს ვეძებ ლექსისას
    რომ არ დამრჩეს კვალი გადაუხნავი.
    მაგრამ ბევრი მაინც იქ მირჩა,
    ვერ იპოვა სივრცე გზაარეული,
    ხელის გულზე დატეული სამყარო
    არ მეთმობა არავისთვის ეული"

    ОтветитьУдалить
  5. .,,ჩემი შემოდგომა დადგა,ჩემი შემოდგომის წლები,
    სულში ნაპრალები გაჩნდა,
    თმაში თოვლის ფიფქი ბევრი.
    ცაში ღრუბლის ფთილა მოჩანს
    ბამვის ქულასავით თეთრი,
    ერთად მოვაგროვე, მორჩა,
    წვიმის მოსვლას აღარ ველი.
    ჩუმად, ჩემეულად დარჩა,
    ის, რაც ჩემი იყო, მწველი,
    სხვისგან არც არაფერს ვითხოვ
    რაც უნდ მოვითხოვო ბევრი...
    თითქოს აგერ იყო ჩემთან,
    თითქო დამყვებოდა გვერდით,
    ერთად დავდიოდით დიდხანს,
    დაუღალავნი და მთმენნი.
    წლებმა გაირბინეს სწრაფად,
    ჩემთვის ბედნიერმა წლებმა,
    განა დიდხანს გასტანს ასე,
    კითხვა მუდამ მაწვალებდა.
    ჩემი შემოდგომა დადგა,
    ჩემი შემოდგომის წლები,
    თმაში აკაციის ყვავილს
    ტევრი გაუდგამს და მღერის",
    თმასში აკაციის ყვავილს ტევრი გაუდგამს და მღერის..."

    ОтветитьУдалить
  6. ,,ჩემი შემოდგომა დადგა,
    ჩემი შემოდგომის წლები,
    სულში ნაპრალები გაჩნდა,
    თმაში თოვლის ფიფქი ბევრი.
    ცაში ღრუბლის ფთილა მოჩანს
    ბამბის ქულასავით თეთრი,
    ერთად მოვაგროვე, მორჩა,
    წვიმის მოსვლას აღარ ველი.
    ჩუმად, ჩემეულად დარჩა,
    ის, რაც ჩემი იყო მწველი,
    სხვისგან არც არაფერს ვითხოვ,
    რაც უნდ მოვითხოვო ბევრი.
    თითქოს აგერ იყო ჩემთან,
    თითქო დამყვებოდა გვერდით,
    ერთად დავდიოდით დიდხანს,
    დაუღალავნი და მთმენნი.
    წლებმა გაირბინეს სწრაფად,
    ჩემთვის ბედნიერმა წლებმა,
    განა დიდხანს გასტანს ასე?
    კითხვა მუდამ მაწვალებდა.
    ჩემი შემოდგომა დადგა,
    ჩემი შემოდგომის წლები,
    თმაში აკაციის ყვავილს,
    ტევრი გაუდგამს და მღერის"

    ОтветитьУдалить