воскресенье, 11 июня 2017 г.
ჩემი ლექსები
ცის კიდურს ღრუბლის ფთილა ზედ მიკვრია,
შენი სიყვარულის სადარი,
ჩემს სამოსს შენი სუნთქვა შერჩენია
აკაციის სურნელების მაგვარი.
წუხილს მონატრება დარქმევია
დროში გაწელილა ზღაპარი,
ფიქრები მძივებივით დამბნევია
ხელში ჩამქრობია ლამპარი.
აზრები ოცნებებში ამრევია,
სათქმელი ვეღარ მითქვამს მართალი,
სიმშვიდე ბევრჯერაც დამრღვევია
გულში ნისლებივით ჩამდგარი.
ჩემს თვალებს ცრემლის კვალი დატყობია
მწუხრის დადგომისმაგვარი...
შენს მერე ღიმილი გამქრობია,
კენტად შევრჩენილვარ ნაპირს...
შენი სიყვარულის სადარი,
ჩემს სამოსს შენი სუნთქვა შერჩენია
აკაციის სურნელების მაგვარი.
წუხილს მონატრება დარქმევია
დროში გაწელილა ზღაპარი,
ფიქრები მძივებივით დამბნევია
ხელში ჩამქრობია ლამპარი.
აზრები ოცნებებში ამრევია,
სათქმელი ვეღარ მითქვამს მართალი,
სიმშვიდე ბევრჯერაც დამრღვევია
გულში ნისლებივით ჩამდგარი.
ჩემს თვალებს ცრემლის კვალი დატყობია
მწუხრის დადგომისმაგვარი...
შენს მერე ღიმილი გამქრობია,
კენტად შევრჩენილვარ ნაპირს...
Подписаться на:
Сообщения (Atom)